სუსი: 2016 წელს აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 193 ადამიანი დააკავეს
აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 193
ადამიანი დააკავეს,
- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ
ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აფხაზეთის მიმართულებით ცენტრალური
ხელისუფლების მიერ რეგისტრირებული ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის
ბრალდებით დაკავებული პირების რაოდენობა ჯამური ციფრის დაახლოებით
10-15%-ს შეადგენს.
„უსაფრთხოების სამსახურისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
გამოწვევაა ოკუპაციის ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ
ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით განხორციელებული დაკავებები.
.. უკანონოდ დაკავებულთა ძირითადი რაოდენობა ოკუპირებული გალის
რაიონის მაცხოვრებელია“, - აღნიშნულია ანგარიშში.
უწყების ცნობით, რომ სუსი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს
და ბერკეტს, მათ შორის „ცხელ ხაზსა“ და IPRM-ის შეხვედრებს, რათა
დაკავებულები დროულად გათავისუფლდნენ.
მასალის გამოყენების პირობები