დევნილები ახალ დასახლებაში ბაგა-ბაღის აშენებას ითხოვენ (ვიდეო)
14:49 / 13.04.2017
ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე, ახალ დასახლებაში მცხოვრები დევნილები
ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფას ითხოვენ.
იძულებით გადაადგილებული პირებისგან დაკომპლექტებულმა საინიციატივო
ჯგუფმა დასახლებაში ბაღის აშენების ან ახლომდებარე სკოლამდელი
დაწესებულებების გაფართოების მოთხოვნით, ხელმოწერები შეაგროვა და
ის ზუგდიდის მერიის კანცელარიას გადასცა. დასახლებაში არსებული
სათემო ორგანიზაცია „ერთსულოვნების“ წარმომადგენლის კახა ჯინჯოლიას
თქმით, თაბუკაშვილზე რეგისტრირებულია 98 ბავშვი, რომლებსაც სკოლამდელი
განათლების მიღების შესაძლებლობა არა აქვთ.
„ახლომდებარე ბაღებში არ არის ადგილი, ხოლო მშობლების ნაწილს შორ
მანძილზე გადაადგილება უჭირს, ამასთან, დევნილების უმეტესობა
-სოციალურად დაუცველია და დაწესებულ გადასახადს ვერ იხდის“, -
განაცხადა ჯინჯოლიამ.
გარდა ამისა, დევნილები გეგმავენ აღნიშნული მოთხოვნის წერილით
საქართველოს პრემიერ - მინისტრისაც მიმართონ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქულმა სამართალდამცველებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის გამგებელი ბაკურ ქომეთიანი, თანმხლებ პირთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ქართული მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები