ხუბულავას ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში კორპუსის კედლის
ნაწილი ძლიერი ქარის გამო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ
დაზიანებულა.
ოთახში, რომლის კედელიც ჩამოინგრა, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ორ
მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.
მეზობლების ინფორმაციით, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ მერიის შესაბამისი
სამსახურის წარმომადგენლები.დევნილების თქმით მათ ადგილობრივი
ხელისუფლებისგან დახმარების პირობა მიიღეს.
" ამ კორპუსში საცხოვრებელი ფართები, თითქმის ყველას დაკანონებული
აქვს. გვეუბნებოდნენ, რომ შენობა მყარი იყო, თუმცა კორპუსი დღითიდღე
ინგრევა" - ამბობენ ყოფილი ვეტლაბორატორიის შენობაში მცხოვრები
დევნილები.
ამ ეტაპზე დაზარალებული ქარდავები, მეზობლებს აფარებენ თავს.
მასალის გამოყენების პირობები