გიორგი თოდუა დეპუტატებს: დამშვიდდით, მეგობრებად ვრჩებით, ახლა კი მიიღეთ გადაწყვეტილება (ვიდეო)
14:46 / 26.04.2017
საკრებულოს თავმჯდომარის უკვე ყოფილმა მოადგილემ გიორგი თოდუამ
დეპუატატებს კენჭისყრამდე სიტყვით
მიმართა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მან იცის, თუ ვინ
მიიღო მისი გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება და დეპუტატებს
სანერვიულო არაფერი აქვთ, ისინი მეგობრებად რჩებიან.
„ყველას ძალიან კარგად გიცნობთ და ვიცი, რომ ეს თქვენი გადაწყვეტილება
არ ყოფილა, ვიცი, რომ ეს არ გინდათ, ჩემო მეგობრებო, არ ინერვიულოთ,
მე ვიცი, რომ ეს არის ორი ადამიანის ახირება. ცხოვრება გრძელდება,
მითუმეტეს - პოლიტიკური, ახლა გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება“, -
აღნიშნა გიორგი თოდუამ.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა თანამდებობიდან გადააყენეს.
აღნიშნულ საკითხს მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგ
წავიდა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები