ს.კ. „ზუგდიდი“ „სიონს“ დღეს ზედა ეწერის სტადიონზე უმასპინძლებს
ზედა ეწერის სტადიონზე ეროვნული ლიგა 2-ის მეათე ტურის მატჩი ს.კ.
„ზუგდიდსა“და ბოლნისის „სიონს“ შორის დღეს გაიმართება.
შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს
„ზუგდიდის“ ფეხბურთელი ირაკლი ჟვანია. მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი
კიკაჩეიშვილი იქნება.
საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ ერთი ქულით ცხრილის
ბოლო ადგილზეა, რაც შეეხება „სიონს“, მას 18 ქულა აქვს და ცხრილში
მესამე ადგილს ინაჩუნებს.
მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები