გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია "ოდიშის"
საინფორმაციო სამსახურის რედაქტორმა ნანა
ქობალიამ თანამდებობა დატოვა.
რა გახდა ტელევიზიიდან ჟურნალისტის წასვლის მიზეზი, უცნობია. იგი
კომენტარს არ აკეთებს, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და
არც ადასტურებს.
"იმ შემთხვევაში, თუ ჩემს გვერდით ნანა ქობალია არ იქნება, მე არსებულ
მენეჯმენტთან თანამშრომლობას არ ვაპირებ და დავტოვებ ტელევიზიას. სხვა
არაფრის თქმა არ შემიძლია", - ამის შესახებ კი რადიო
"ათინათს" ტელეკომპანიის კიდევ ერთმა
ჟურნალისტმა ლევან კალანდიამ უთხრა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია "ოდიში" საქართველოში პირველი დამოუკიდებელი
ტელევიზიაა. ის 1989 წელს დაარსდა. ამჟამად ტელეკომპანიაში 2
ჟურნალისტი მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები