ქალაქის საკრებულოში ჯანდაცვის კომისიას ვახტანგ გოგილავა უხელმძღვანელებს (ვიდეო)
13:56 / 05.05.2017
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომისიის თავმჯდომარედ ვახტანგ გოგილავა
ხმათა უმრავლესობით 9-2-ის წინააღმდეგ აირჩიეს. მისი არჩევა მას
შემდეგ გახდა საჭირო, რაც თაზო ფაცაცია საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე გახდა. გოგილავამ დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა
გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის სოციალური პრობლემების
მოგვარებაში დღეიდან აქტიურად ჩაერთვება.
„უდიდესი პასუხისმგებლობაა ეს თანამდებობა. ჩემთვის ცნობილია ის
პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს და ვეცდები მის მოგვარებას
“, - აღნიშნა გოგილავამ.
გარდა ამისა, ცვლილებებია სხვადასხვა კომისიაში. დეპუტატების
კომისიებში გადანაცვლებას და დამატებას ოპოზიციური პარტიის წევრები
უარყოფითად აფასებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის
თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები კომისიებში უმცირესობაში
იყვნენ და ცვლილება სწორედ აქედან გამომდინარე განხორციელდა.
იურიდიულ და სამანდატო კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ სარიას თქმით, ეს
ჩვეულებრივი პროცესია და ამ გადანაწილებით ზოგიერთი კომისიის
შემადგენლობა შეივსო.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები