ზუგდიდში, დგებუაძის ქუჩაზე, გაეროს შტაბის ყოფილ ცენტრალურ
ოფისში, სადაც ამჟამად საწყობებია, ხანძარი, დაახლოებით, ერთი საათის
წინ გაჩნდა
და მას ამ წუთებშიც აქრობენ. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის
თანამშრომლებთან ერთად სპეციალური ტექნიკაც მუშაობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, აფეთქებამ
გამოიწვია, რის შემდეგაც შენობა ჩამოინგრა.
თვითმხილველები
ამბობენ, რომ საწყობში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა
სამართალდამცავები აღნიშნულს არ ადასტურებენ.
შემთხვების ადგილზე იმყოფება ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია.
მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ბრიგადები.
.
ამავე თემაზე:
დგებუაძის ქუჩაზე საწყობები
იწვის (ვიდეო - ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები