ენმ ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებს (ვიდეო)
12:49 / 08.05.2017
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან თორიამ პარტიის
ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში ბრიფინგი გამართა.
მან ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის გაფლანგვაში დაადანაშაულა და
განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ხალხის ფულს პირადი ინტერესებისთვის
იყენებს.
მან ყურადღება გაწეულ სარესტორნო ხარჯებსა და მანქანების
მომსახურებაზე გაამახვილა და კონკრეტული ციფრები დაასახელა.
,,ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელისუფლების სარესტორნო ხარჯები
დაფინანსდა და მან წელიწადისა და ექვსი თვის განმავლობაში 70 821 ლარი
შეადგინა“, - აღნიშნა თორიამ.
რაც შეეხება მანქანების მომსახურებას, მისი ვარაუდით, ავტომობილების
შეკეთებაზე თანხა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს
დაიხარჯა.
„ავტომობილები "ქართული ოცნების" ინტერესებისთვის
გამოიყენეს... ადგილობრივი ხელისუფლების ბალანსზე არსებული
ავტომობილების მომსახურების ხარჯები, საწვავის გარეშე არის 1 699 434
ლარი. ეს არის წელიწადი და ექვსი თვის ხარჯები. ესეთ მცირე დროში, თან
ისეთი პატარა ქალაქისთვის როგორიც არის ზუგდიდი, ეს არის კოლოსალური
თანხა“, - აღნიშნა თორიამ.
ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებზე ქალაქის მერიასა და
მუნიციპალიტეტის გამგეობაში
კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები