ოზურგეთის თეატრი ზუგდიდში სპექტაკლებს მართავს (ვიდეო)
17:58 / 10.05.2017
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ოზურგეთის თეატრმა დღეს
მონო-სპექტაკლი - "ნეტავი დამბადებელო" - გამართა. სპექტაკლი
ვაჟა-ფშაველას
ნაწარმოების "შვლის ნუკრის ნაამბობის" მიხედვით რეჟისორმა ვასო
ჩიგოგიძემ დადგა. ჩიგოგიძის თქმით, გასტროლების ფარგლებში პირველად
ზუგდიდს ესტუმრა, რადგან ეს მისი ქალაქია და აქ წლების წინ თეატრის
რეჟისორიც იყო.
„ზუგდიდი არის ჩემთვის უახლოესი ქალაქი და პირველად აქ
ჩამოვედით, რადგან ჩვენთან თეატრის შენობას რეაბილიტაცია უტარდება.
კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ვიწყებთ მოგზაურობას.
ვგეგმავთ ასევე საზღვრებს გარეთ გასვლას, - აღნიშნა
ჩიგოგიძემ.
„ეს არ არის შვლის ნუკრი, ეს არის პატარა ბავშვი, რომელიც
დარჩა მარტო და ვერ ხვდება, რის გამო დაისაჯა. იქნებ ეს სპექტაკლი
გახდეს იმის საწყისი, რომ ადამიანებმა ერთმანეთში სიკეთე
დავთესოთ“, - თქვა მსახიობმა.
ოზურგეთის თეატრის დასი ზუგდიდში კიდევ სამი დღე დარჩება და
მაყურებელს სხვადასხვა სპექტაკლს შესთავაზებს:
10 მაისი - 19:00სთ - „ANTIGONE”
11 მაისი - 19:00 სთ - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“
12 მაისი - 19:00 „სამი ასული“
13 მაისი - 19:00 „ნერგი“.
ბილეთების ფასი ბავშვებისთვის - 3 ლარი, ხოლო დანარჩენისთვის 5 ლარია.
დასწრების მსურველებს მათი შეძენა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში
შეეძლებათ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები