„ბესიკ ჯგუშიამ სამეგრელოში ოკუპირებული აფხაზეთიდან კონტრაბანდული
სიგარეტების შემოტანის კონკრეტული
ფაქტები მოიპოვა და მასალები შესაბამის უწყებებთან გადააგზავნა, რასაც
შეეწირა“ - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს"
ერთ-ერთმა ლიდერმა და გარდაცვლილის მეგობარმა თენგიზ ჯგუშიამ საკუთარ
სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მას აღნიშნულ
საკითხზე თბილისში პრესკონფერენციზე უნდა ესაუბრა, თუმცა, მისივე
განმარტებით, ჟურნალისტებთან საუბარი ბესიკ ჯგუშიას დაღუპვის გამო ვერ
მოახერხა.
„ფაქტია, რომ ეს იყო პროფესიონალურად დაგეგმილი აფეთქება. მე
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ამ ფაქტებს უკავშირდება. მისი
დაღუპვა არის პირდაპირი შედეგი ჩემი და მისი ბრძოლისა ადგილობრივი
ხელისფლების კრიმინალური სქემის წინააღმდეგ. ეს მასალები
მომაკვდინებელია გუბერნატორისთვის და მისი კრიმინალი მეგობრის დათო
შენგელიასთვის”, - განაცხადა ჯგუშიამ.
მან ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ ბესიკ ჯგუშია „ფეისბუკზე“ მანანა
ლაგვილავას ფსევდონიმით პოსტავდა, რომელშიც ადგილობრივი ხელისფლების
წარმომადგენლებსა და სუს-ის თანამშრომლებს ამხელდა.
გარდა ამისა, ჯგუშიას განმარტებით, "თავისუფალი საქართველო" ბესიკ
ჯგუშიას ზუგდიდის მერობის კანდიდატად წარდგენასაც გეგმავდა.
ჯგუშია ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებისგან მისი და ბესიკ ჯგუშიას
ოჯახების უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს.
თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში
"თავისუფალი საქართველოს" წევრის ბრალდებებს „ზღაპრებს“ უწოდებენ
და კომენტარს არ აკეთებენ.
ზუგდიდში, დგებუაძის ქუჩაზე საწყობში აფეთქების შედეგად ბესიკ ჯგუშია
დაიღუპა.შს სამინისტროს ცნობით, აფეთქების ფაქტზე საქმე სისხლის
სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა აღძრული, რაც ნივთის განზრახ
დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები