ზუგდიდის მერიასთან მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანებას აპროტესტებენ
ზუგდიდის თემისა და ქალაქის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით
მერიის შენობის წინ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მათ შემდეგი შინაარსის ტრანსპარანტები უჭირავთ: "მთავრობა ცეცხლს
ეთამაშება", "თვითმმართველობა ხალხს", "ზუგდიდი - ქალაქია", "დაიცავი
შენი ქალაქი": და სხვ.
აქციას მოძრაობა "სამეგრელოს ხმის" ლიდერი თენგიზ ჯგუშია
თანამოაზრეებთან ერთად მართავს. ადგილზე გამგებლის ყოფილი მოადგილე
გიზო სართანიაც იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები