ზუგდიდის საკრებულოში თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხის განხილვა დაიწყო
ამ წუთებში ზუგდიდის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც ზუგდიდის
თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხს
განიხილავენ. სხდომას, რომელიც ხმაურით დაიწყო, საკრებულოს თხუთმეტივე
წევრი, აქტიური მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის
წარმომადგენლები ესწრებიან. სხდომაზე ასევე ომყოფებიან "ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის წევრები''.
საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლებს სხვადასხვა შიანაარსის
ტრანსპარანტები უჭირავთ: ,,მეტი დეცენტრალიზაცია’’, ,,ნუ მოკლავთ
თვითმართველობას,’’ ,,მოქალაქის ძალა თვითმართველობაშია’’, ,,ჩემი
ზუგდიდი- ჩემი ქალაქია?!’’ და სხვ. დარბაზში დაცვის პოლიციის
რამდენიმე თანამშრომელი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები