ენმ საკრებულოს გუშინდელი სხდომის ოქმის გასაჩივრებას აპირებს (ვიდეო)
12:36 / 23.05.2017
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს
თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანების
შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ აყენებს. პარტიის წევრების
თქმით, გუშინდელი სხდომა პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობდა.
ისინი ოქმის გასაჯაროებას ითხოვენ, რაზეც პარტიის ოფისში გამართულ
ბრიფინგზე იმსჯელეს.
„გუშინდელი სხდომა არ ჯდებოდა არც სამართლებრივ და არც მორალურ
ჩარჩოებში. ჩატარდა პროცედურული დარღვევებით. სხდომის თავმჯდომარემ
საკითხი ისე დააყენა, რომ არ გამოუცხადებია, თუ რას ეყრებოდა კენჭი.
საკრებულოს აპარატს არ დაუთვლია, თუ რამდენი მომხრე ჰყავდა საკითხს.
სხდომის დასრულების შემდეგ ვითხოვეთ ოქმი, რომელიც საიდუმლოდ შედგა“,
- განაცხადა ანა წითლიძემ.
ამასთან, ოპოზიციური პარტია ოქმის მოპოვების შემდეგ სასამართლოში მის
გასაჩივრებას აპირებს.
საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, ნუგზარ სარიას თქმით,
სხდომამ დარღვევების გარეშე ჩაიარა და ის რეგლამეტის შესაბამისად
წარიმართა.
„ოქმის თაობაზე არის სამ დღიანი ვადა, როდესაც საკრებულოს აპარატი
ამზადებს ამ ოქმს ჩანაწერების მიხედვით, თითეულ მოსაზრებას ანალიზი
უნდა, ეს ხდება აუდიო ჩანაწერის მიხედვით, რაც ფიქსირდება ოფიციალურ
დოკომენტებში ჩანაწერების სახით და ამის შემდეგ იძენს საბოლოო სახეს.
ყველაფერი ჩატარდა წესის მიხედვთ უბრალოდ ჩვენ ვერ გამოვიჩინეთ ის
დონე რაც აუცილებელი ოყო მსგავსი შეხვედრების დროს. ნაცვლად იმისა რომ
მოგვესმინა ერთმანეთისთვის და ჩვენი მოსაზრებები გამოგვეხატა,
ავირჩიეთ ის გზა რომელიც მიმართული იყო ჩაშლისკენ და ქაოსისკენ, რაც
მიუღებელია“, - აღნიშნა ნუგზარ სარიამ.
ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის საკურებულომ 12 ხმით 3-ის წინააღმდეგ
მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი დაამტკიცა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქულმა სამართალდამცველებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის გამგებელი ბაკურ ქომეთიანი, თანმხლებ პირთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ქართული მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები