წალენჯიხის რაიონში ძლიერმა წვიმამ სხვადასხვა ადგილას პრობლემები
შექმნა. გამგებლის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, სოფელ ფახულანის
უბან
ქარაღალში მეწყერი ჩამოწვა, ხოლო ობუჯში ადიდებული მდინარე ჭანისწყალი
კალაპოტიდან გადმოვიდა და გაბიონი დაშალა.
„ადიდებულია მდინარეები. ჯერჯერობით, ელექტროენერგიის პრობლემები არ
ყოფილა, ასევე არ შემოსულა ინფორმაცია საცხოვრებელი სახლებში შექმნილი
პრობლემების შესახებ. ამ წუთებში ადგილზე სპეცალური კომისიის წევრები
არიან გასული“, - უთხრა რადიო
"ათინათს"
ბესიკ ფარცვანიამ.
მისივე ცნობით, ზარალის შესახებ, ჯერჯერობით, კონკრეტული ინფორმაცია
არ არსებობს.
სამეგრელოში გუშინდელი საღამოდან გადაუღებლად წვიმს.
რადიო
„ათინათის'' სარედაქციო შენიშვნა
მასალის
თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ წალენჯიხაში ადიდებულმა მდინარემ
სტადიონი წაიღო, რაც იყო შეცდომა და უნდა ეწეროს: „ადიდებულმა
მდინარემ გაბიონი დაანგრია“.
რადიო
„ათინათი“ ბოდიშს გიხდით მასალაში დაშვებული შეცდომის
გამო.
მასალის გამოყენების პირობები