ხობის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა მდინარე ხობის წყლის და ღელეების
ადიდება გამოიწვია. რის შედეგადაც კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ
ე.წ. ბონდის ხიდი ისევ დააზიანა.
ფოტო: ხობის
მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავას თქმით,
ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისია ადგილზე შეისწავლის
არსებულ მდგომარეობას და ზარალის მოცულობას დაადგენს.
ცნობისთვის, სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის
შედეგად სხვადასხვა პრობლემა შეიქმნა.უხვმა ნალექმა აღნიშნული ე.წ.
ბონდის ხიდი უკვე მეორედ დაზიანა.
ამავე თემაზე:
გატაცებული სატვირთო, დატბორილი
გზები და კარ-მიდამოები - სტიქია ხობში
მასალის გამოყენების პირობები