მინისტრის მოადგილე: ტყაიაში ნაპირსამაგრი სამუშაოები უახლოეს დროში დაიწყება (ვიდეო)
15:40 / 16.06.2017
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა, ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლებთან
ერთად, სოფელ ტყაიაში, ენგურის სანაპირო დაათვალიერა, სადაც წუხელ
მდინარის კალაპოტის გარღვევის საშიშროება იდგა. გულედანის
ინფორმაციით, ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტი უკვე არსებობს და მისი
განხორციელება მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიწყება.
"ამჟამად, აქ მდგომარეობა სტაბილურია... მაგრამ, მაქსიმალურად რომ
დავიზღვიოთ თავი, ტერიტორიას სპეციალისტები დაათვალიერებენ და ამის
მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას", - აღნიშნა კახა გულედანმა.
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ენგურმა განსაკუთრებული
საშიშროება წუხელ სოფელ ტყაიაში შექმნა. ამინდის გაუარესების
შემთხვევაში, მოსალოდნელი იყო, რომ მდინარეს კალაპოტი გაერღვია და
მიმდებარე სოფლების ნაწილი დაეტბორა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ფაქტის დადგომის
შემთხვევაში, ადიდებული მდინარე ასობით სახლ - კარს წალეკავდა, რასაც
შესაძლოა, მსხვერპლიც მოჰყოლოდა. მათივე ინფორმაციით, სამაშველო
სამსახურმა, მოსახლეობასთან ერთად, ნაპირის ხეებით ჩახერგვა და
ნაპირის დროებით გამაგრება მოახერხეს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები