თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ორსანტიელ ფერმერებს მავნებლის შესაწამლი აპარატი გადასცა (ვიდეო)
14:52 / 17.06.2017
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ დღეს სოფელ ორსანტიაში
წევრ ფერმერებს აზიური
ფაროსანას წინააღმდეგ შესაწამლი მოწყობილობა უსასყიდლოდ გადასცა.
აპარატები ადგილზე დღეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი
თოდუამ და მთავარმა აგრონომმა ჩაიტანეს.
„ჩვენ "ფერეროსა" და USAID-ის მხარდაჭერით ასოციაციის წევრ ფერმერებს
მაღალი ეფექტურობის აპარატები დავურიგეთ. გარდა იმისა, რომ ვეხმარებით
მავნებელთან ბრძოლაში, ასოციაცია დამწყებ და უკვე გამოცდილ
ფერმერებსაც უწევს სხვადასხვა სახის მომსახურებას",- აღნიშნა
თოდუამ.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მთავარმა აგრონომმა ორსანტიელი
ფერმერების კითხვებს უპასუხა და მათ შესაბამისი რჩევებიც მისცა.
„ჩვენ ვურჩევთ ფერმერებს, რომ წამლობა ჩაატარონ კომბინირებული
ნაზავებით, რომ ერთი შრომითი დანახარჯით უფრო დიდ ეფექტს მივაღწიოთ.
რაც შეეხება შეწამლვის ვადებს, ეს დაგვიანებული არ არის. კლიმატიდან
გამომდინარე, წამლობის დაწყება სწორედ ახლაა ეფექტური, თუმცა, რაც
შეიძლება, შემჭიდროებულ ვადებში“, - თქვა რევაზ შონიამ.
ადგილობრივმა ფერმერებმა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებს
მადლობა გადაუხადეს. მათი განმარტებით, თხილის მავნებლის პრობლემა
სოფელში, უკვე რამდენიმე წელია, არსებობს და მათ საკუთარი ძალებით
პლანტაციების შეწამლვა არ შეეძლოთ.
„სამი წელიწადია, ვწვალობთ. მადლობლები ვართ ასოციაციის, რომ
მოგვიტანეს შესაწამლი მოწყობილობა. საკუთარი ძალებით ჩვენ შეწამლვას
ვერ მოვახერხებდით“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ფერმერმა გენადი
ხაზალიამ.
ორსანტიის გარდა, თხილის მწარმოებელთა ასოცაიციის წევრ ფერმერებს
შესაწამლი აპარატები და შესაბამისი აღჭურვილობა ზუგდიდის, ჩხოროწყუსა
და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებშიც გადაეცემათ.
პარალელურად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლვა ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მასშტაბით დღეს დაიწყო. ორსანტიელ ფერმერებს
მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებიც შეხვდნენ და მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი
სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები