რეგიონი
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: ჩამოშლილ სვანური კოშკს რეაბილიტაცია წელსვე ჩაუტარდება
უშგულის თემ სოფელ ჩვიბიანში ჩამოშლილ სვანური კოშკს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელსვე აღადგენს. დღესვე სააგენტოს სპეციალისტები ძეგლის პირველადი დათვალიერების შედეგად ადგილზევე დაადგენენ დაზიანების ხარისხსა და გადაუდებელი სამუშაოების ნუსხას. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"24 ივნისს კი სვანეთში მივლინებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი კიდევ უფრო საფუძლიანად შეისწავლის საგვარეულო კოშკის ნგრევის მიზეზებს, განახორციელებს ჩამოშლილი ნაგებობის აზომვებსა და კოშკის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს. მალევე დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წინასწარი დასკვნის თანახმად სოფ. ჩვიბიანში ჩარკვიანების საგვარეულო კოშკის ნგრევის მიზეზი, მკაცრი კლიმატური პირობებით გამოწვეული მისი ამორტიზებულობა გახდა.
ზოგადად, სვანური კოშკების მნიშვნელოვანი ნაწილის კრიტიკული მდგომარეობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მათზე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოების განუხორციელებლობას უკავშირდება. ამ პირობებში სააგენტოსთვის რთულად განსასაზღვრი იყო კონრეტული პრევენციული ღონისძიებები, რათა 22 ივნისს მიღებული შედეგი თავიდან ყოფილიყო აცილებული.

სვანური კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული მნიშვნელობა სახელმწიფოს დეკლარირებულად აქვს აღიარებული.

ამ სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე დაწყებული აქვს სოფ. ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ყოვლისმომცველი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამავდროულად განვლილი 3 წლის განმავლობაში სააგენტოს მიერ მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში უკვე რეაბილიტირებულია 70 - მდე სვანური კოშკი და მაჩუბი. სოფ. ჩვიბიანში დაგეგმილი რეაბილიტაციის პროექტიც ამ გეგმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მომდევნო წლებში აუცილებლად განხორციელდება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, უშგულში სვანური კოშკი 22 ივნისს ჩამოინგრა. გამგებლის წარმომადგენლის ბესო ჩარქსელიანის თქმით, ნაგებობას ბზარები რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. მისივე ინფორმაციით, კოშკთან ერთად ერთ-ერთი სვანური სახლიც დაინგრა და იგივე ემუქრება სხვა კოშკებსაც, რომელთაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კურირებს. 

ამავე თემაზე: 
უშგულში კოშკი ჩამოინგრა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.