ზუგდიდის პროკურატურატურის შენობის წინ მსჯავრდებულ პაპუნა
ნანეიშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს. ისინი
ნანეიშვილის პატიმრობაში
ყოფნას აპროტესტებენ და გენერალური ინსპექციისგან ფაქტის ხელახლა
გამოძიებას ითხოვენ. მათივე ინფორმაციით, ნანეიშვილს იარაღი
„ჩაუდეს“.
„პაპუნა უდანაშაულოა, ჩაუდეს იარაღი. არ ვიცით, რატომ. უკვე 54-ე
დღეა, შიმშილობს, ამიტომაც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა
საჭირო. ვითხოვთ, რომ გამოიძიონ ეს საქმე“, - თქვა პატიმრის მამამ
ვახტანგ ნანეიშვილმა.
მსჯავრდებულის ახლობლები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში
საპროტესტო აქციების გაგრძელებითა და გზის გადაკეტვით იმუქრებიან.
ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იყვნენ
მობილიზებული.
პაპუნა ნანეიშვილი სასჯელს გეგუთის ციხეში წელიწადზე მეტია, იხდის.
მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბურთით თამაში, სახელად ბურთუა, საუკუნეების განმავლობაში პოპულარული გახლდათ. მას თამაშობდნენ ბავშვები და დიდები, სხვადასხვა წესებითა და ფორმით — ხელით, ფეხით, ჩოგნითაც. ლელო ბურთი, ტანტრაცილიკი, ჭარკინუა და სხვა თამაშები დღესასწაულებზე ტარდებოდა და მთელ სოფელს აერთიანებდა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები