ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტერიტორია ტურისტული ზონა ხდება. კაშხლის
მიმდებარე ტერიტორიაზე
ტურისტული ზონის პროექტის კონცეფციის პრეზენტაციას დღეს
პრემიერ-მინისტრი დაესწრება.
კონცეფციის მიხედვით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა
გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო ცენტრს, ღია
საკონცერტო სივრცეს, სანაოსნო ინფრასტრუქტურას, მაღალ ლიფტსა და
ექსტრემალური კომპონენტების შემცველ რამდენიმე ატრაქციას მოიცავს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ცნობით,
სამუშაოებში 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.
სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონ
ლარს შეადგენს, რომლის მოსაძიებლად, პოტენციურ ინვესტორებთან
მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
ტურისტული ზონის პროექტირება, რომლისთვისაც 2 მილიონ ლარზე მეტი
გამოიყო, ერთ წელიწადს გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები