ბოტანიკურ ბაღში შესვლა შესაძლოა ფასიანი გახდეს (ვიდეო)
15:31 / 19.07.2017
რეაბილიტაციის შემდეგ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი
იქნება. ამის შესახებ ირაკლი გოგოხიამ ქალაქის მერიაში გამართულ
საჯარო
შეხვედრაზე განაცხადა. ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სამომავლო
გეგმების განხილვისას მერმა აღნიშნა, რომ ჯერ არ არის დაზუსტებული, თუ
რა საფასურის გადახდა მოუწევთ მოქალაქეებს ბაღის შესასვლელად.
„შემოსული თანხა მთლიანად ბაღის მოვლა-პატრონობას მოხმარდება“, -
აღნიშნა ქალაქის მერმა.
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ბაღს
პირვანდელი სახე დაუბრუნდება და სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოზე
მავნე ზემოქმედება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
„სამუშაოების დროს გამოიყოფა მტვერი და ემისიები, იქნება ხმაური და
ვიბრაციები, ამასთან იქნება ნარჩენების გამოყოფაც, მაგრამ
კონტრაქტორი, ვინც ბაღში სამუშაოებს განახორციელებს, ვალდებული იქნება
გარემო მავნე ზემოქმედებისგან დაიცვას. მას განესაზღვრება სამუშაო
მარშრუტი და სამუშაო საათებიც“ - აღნიშნა მუნიციპალური განვითარების
ფონდის წარმომადგენელმა ქეთევან პაპაშვილმა.
პროექტი ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების და ტბის პირვანდელი
სახით აღდგენას, საფეხმავლო ბილიკების, განათების, რეკრეაციული ზონისა
და საჯინიბოს მოწყობას ითვალისწინებს. პროექტი მუნიციპალური
განვითარების ფონდის მიერ, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის
განვითარების პროექტის (RMIDPS) ფარგლებში ხორციელდება. მას მსოფლიო
ბანკი აფინანსებს. ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის საჯარო განხილვას
ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის
წარმომადგენლები დაესწრნენ.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სამეგრელოში არსებობდა ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლოს მდგომი და თითქმის იდენტური ტრადიციული წესი ,რომელსაც ოჭიშაფუს ანუ შესაწევარს და გინაფორალს ანუ გადასაფარს უწოდებდნენ. ,,ოჭიშაფუ“ ხდებოდა ქორწილის დროს და ,,გინაფორალი“ მიცვალებულის განსვენების პერიოდში. ასევე, მეგრულ წეს-ჩვეულებებში მოწმდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე: ნატურალური და ფულადი.დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ტრადიცია წესები და მოვალეობები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები