დადიანების მუზეუმის შესასვლელთან კოლხური ქალ-ღვთაების ქანდაკება დაიდგმება (ვიდეო)
14:17 / 21.07.2017
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის
შესასვლელ ჭიშკართან კოლხური
ქალ- ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება დაიდგმება. მხედარ ქალს, რომელსაც
მკერდთან ბავშვი ჰყავს მიხუტებული ცხენზე, უნაგირზე (ქალის) გვერდულად
ზის.
გარდა ამისა, იონა მეუნარიგიას სკვერის მიმდებარედ "ვეფხისტყაოსნის"
თემატიკის მიხედვით პანოს მოწყობა იგეგმება. მერიის ტურიზმის და ძეგლთა
დაცვის განყოფილება ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
ქალ-ღვათაების ქანდაკების მოწყობას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი,
ხოლო პანოს 20 ათასი ლარი მოხმარდება.
აღნიშნულ საკითხზე დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში, მერიის ორგანიზებით
საჯარო შეხვედრა გაიმართა. მას ადილობრივი ხელისუფლების და
საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეკრებილებმა
პროექტი მოიწონეს და აღნიშნეს, რომ ის კულტურული და ისტორიული
თვალსაზრისით საინტერესოა. მერიაში განმარტავენ, რომ
ზემოაღნიშნული ქანდაკება კოლხეთის სამეფოს დიდების სიმბოლო
იქნება.
ცნობისთვის, გვიან ბრინჯაოს ხანის, ძვ. წ. აღ-ით VIII-VII საუკუნის
ბრინჯაოს ქალ-ღვთაების ქანდაკებები არქეოლოგებმა ცაიშის სამარხებში
აღმოაჩინეს.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სენაკში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გზდ საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს „რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქონლით ვაჭრობის რეჟიმის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის ოქმის რატიფიკაციის შესახებ“, იუწყება კრემლის ვებგვერდი.
ონლაინგამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დირექტორის მოვალეობას ჟურნალისტი თამარ რუხაძე შეასრულებს, ამ დროის განმავლობაში, სანამ მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები