"დემნა ყალიჩავა - ბავშვების მეგობარი"- ჩხოროწყუში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
14:17 / 28.07.2017
ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის შენობის ეზოში პედაგოგების,
მოსწავლეებისა და მშობლების ნაწილი საპროტესტო
აქციას მართავს. ისინი სკოლის ყოფილი დირექტორის თანამდებობაზე
აღდგენას ითხოვენ. მათი მტკიცებით, განათლების სამინისტრომ დემნა
ყალიჩავა უსამართლოდ გაათავისუფლა. აქციის მონაწილეებს ხელში
ტრანსფარანტები უჭირავთ: "დემნა ყალიჩავა - ბავშვების მეგობარი",
"აღსდგეს სამართლიანობა", "ჩვენ დირექტორთან ერთად ვტოვებთ სკოლას",
"დაგვიბრუნეთ ჩვენი დირექტორი" და სხვ.
"სკოლაში აუდიტი ანონიმური წერილის საფუძველზე შემოვიდა. დირექტორის
გათვისუფლების მიზეზი, როგორც გვითხრეს, სხვადასხვა პროცედურულ
დარღვევებთან ერთად, სკოლის საპირფარეშოს მოუწესრიგებლობა გახდა. მას
სკოლა საკუთარი სახსრებით ვერ მოაწესრიგებს, რადგან კანალიზაციის
პრობლემა მთელი ქალაქის პრობლემაა. ვითხოვთ დაუყონებლივ აღადგინონ
თანამდებობაზე დირექტორი", - ამბობენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილე პედაგოგები და მშობლები აცხადებენ, რომ თუ უწყება
ყოფილ დირექტორს თანამდებობაზე არ აღადგენს სარჩელს სასამართლოში
შეიტანენ. ამჟამად დირექტორის უფლება-მოვალეობას მისი მოადგილე
ასრულებს.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს პოზიციას რადიო
"ათინათი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ბელორუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში 300 - ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სპა-ცენტრით და ტალახის წყაროებით.
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებს. დღევანდელ აქციას სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ზუგდიდიდან უერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები