ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი, რომელიც ცაცხვში მამაკაცს
დაეჯახა, ზუგდიდის სადგურში
უკვე ჩავიდა. ამის შესახებ
რადიო „ათინათს“
საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა.
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ნუ გადავლენ ლიანდაგებზე. ამისთვის
გამოიყენონ საავტომობილო გზა. მემანქანემ ყველანაირი ღონე იხმარა,
მაგრამ დამუხრუჭება და გაჩერება ვერ მოასწრო“, - აღნიშნა
ცაგურიამ.
ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული
მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.
ამავე თემაზე:
მატარებლის
დაჯახების შედეგად დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ცაცხვში მამაკაცს
სამგზავრო მატარებელი დაეჯახა
მასალის გამოყენების პირობები