ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, რუსი ე.წ. მესაზღვეების
მიერ დაკავებული მამა-შვილ როგავების
ოჯახის წევრის დათა როგავას ინფორმაციით, დე-ფაქტო აფხაზეთის
სასამართლომ არჩიკო როგავას - 2 წლით, პაატა როგავას კი 2 წლითა და 2
თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისივე თქმით, ამის შესახებ ოჯახს
სახაზინო ადვოკატმა განუცხადა.
„როგორც ადვოკატმა გვითხრა, მამაჩემს საზღვრის უკანონო გადაკვეთა,
ჩემს ძმას კი ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევაც
ედება ბრალად. როგორც ვიცით, ისინი ახლა გალის იზოლატორში არიან,
თუმცა, სავარაუდოდ, დრანდის ციხეში გადაიყვანენ. რაც შეეხება ჩემი
ოჯახის წევრების მდგომარეობას, ვესაუბრე მათ და მითხრეს, რომ
ნორმალურად არიან“, - უთხრა
რადიო
„ათინათს“ დათა როგავამ.
მამა-შვილი 2017 წლის 5 აპრილს საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. როგავების
მიმართ დე ფაქტო რესპუბლიკის საგამოძიებო სამსახურმა სისხლის
სამართლის აღძრა საქმე.
ამავე თემაზე:
საოკუპაციო
ხაზთან დაკავებული როგავების სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
რიყეში დაკავებულ
მამა-შვილს 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა
როგავების ოჯახმა
ენგურის ხიდზე ე.წ. აფხაზურ საგუშაგოსთან მისვლა სცადა (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები