სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
სოფელ განმუხურში ორი პირი დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, ს.ზ.-ს პირადი
ჩხრეკისას, 24 აბი ე.წ. "ექსტაზი" ამოიღეს. დ.ნ.-ს პირადი ჩხრეკისას
კი ამოღებულია 14 აბი ე.წ. "ექსტაზი" და მუყაოს ფირფიტა, რომელიც,
ექსპერტიზის დასკვნით, 1,6547 გრამ "მდმა"-ს შეიცავს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს
აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს
260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო 4
დღის განმავლობაში განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირია
დაკავებული.
მასალის გამოყენების პირობები