ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის ირანის
მოქალაქე დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულის პირადი და
დროებითი
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდის“
შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი „მეტადონი“, „მდმა“-ს შემცველი 2 ფირფიტა
და ფირფიტის 4 ნაჭერი, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად
დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გარდა ამისა, მას მარიხუანის, „მდმა“-ს და მეტადონის მოხმარების ფაქტი
დაუდგინდა.
უწყების ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სსკ-ს 260-ე მუხლით
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები