ამ წუთებში ენგურის ხიდზე მშვიდობიანი აქცია "შეაჩერე ოკუპაცია"
მიმდინარეობს. შეკრებილებს სიტყვით აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა
ლაშა ბერულავამ
და საზოგადოება აფხაზთა კრების თავმჯომარემ მალხაზ პატარაიამ
მიმართეს.
"ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას, ქართველი ხალხი იპოვის გზას და
გავაერთიანებთ ქვეყანას", - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.
აქციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს"
წევრები შეუერთდნენ.
მასალის გამოყენების პირობები