წალენჯიხის მუნიცპალიტეტის ლიის თემის, სოფელ პალურის მკვიდრი
უ.სამუშია, სავარაუდოდ, რუსმა სამხედროებმა დააკავეს.
გამგებლის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, ის დილით სახლიდან სათევზაოდ
გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.
"ოჯახი ვარაუდობს, რომ ის რუსებმა დააკავეს. სავარაუდოდ ენგურს მიღმა
გადავიდა. ეს არის არაოფიციალური ინფორმაცია, ჯერ საქართველოს
შესაბამის უწყებებს ინფორმაცია არ დაუზუსტებიათ. როგორც მითხრეს ამ
წუთებში ხდება ინფორმაციის გადამოწმება აფხაზურ მხარესთან", - აღნიშნა
ბესიკ ფარცვანიამ.
სოფელი პალური ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება.
მასალის გამოყენების პირობები