Gem Fest-ის ბილეთების კონტროლის თანამშრომლებმა ფესტივალის
შესასვლელი ხელფასების დარიცხვის მოთხოვნით გადაკეტეს.
„გუშინ დაგვირიცხეს 100 ლარი, დღეს სრულად უნდა დაერიცხათ, თუმცა, ვერ
გვეუბნებიან, როდის მივიღებთ დარჩენილ ნაწილს, ან საერთოდ, მივიღებთ
თუ არა. ჩვენმა ხელმძღვანელებმა გვითხრეს, რომ პასუხისმგებლობას
იხსნიან და სხვასთან გადაგვამისამართეს, თუმცა კონკრეტულ პასუხს ვერც
ის გვეუბნება“, - უთხრა რადიო „ათინათს“
ერთ-ერთმა თანამშრომელმა ცოტნე ვართაგავამ.
რადიო „ათინათი“ ბილეთების კონტროლის
მენეჯერთან თეკლა ფაცურიასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მას
მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
GEM Fest –ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აქციასთან დაკავშირებით,
ჯერჯერობით, ინფორმაციას არ ფლობენ და კომენტარს სიტუაციის გარკვევის
შემდეგ გააკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები