აზიურმა ფაროსანამ 2010 წელს აშშ-ში სოფლის მეურნეობას 21 მლრდ
დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა. მავნებელი ამერიკაში 2001 წელს
დაფიქსირდა.
აშშ-ის მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად აზიური
ფაროსანას პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. ინფორმაციას სურსათის
ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მავნებლის გავრცელებისა და ბრძოლის ღონისძიებებზე აშშ-ში პენსილვანიის
უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი მუშაობდა, რომელიც სამეგრელოში
ვიზიტით იმყოფება. ის არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა.
კრევჩუკი ვიზიტის ფარგლებში არსებული ვითარების ანალიზს გააკეთებს და
საქართველოს მთავრობას შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს.
აზიური ფაროსანა საქართველოში 2016 წელს გავრცელდა და განსაკუთრებული
ზიანი მეთხილეობის დარგს მიაყენა.
ამავე თემაზე:
აზიურ
ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ამერიკელი ენტიმოლოგი
ეცნობა
მასალის გამოყენების პირობები