მთელი ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ, მესტიის
მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები, ხიდები და საგზაო
ინფრასტრუქტურა.
უხვმა ნალექმა მულახში “ხერაში“-ს ღელეს ადიდება გამოიწვია, რამაც
სოფელ ჭოლასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დააზიანა. გარდა
ამისა, ტრანსპორტით გადადგილება ნაწილობრივ პარალიზებულია მულახისა და
მუჟალის საავტომობილო გზაზე.
ადიდებულმა ლენჯერში „კაერის“ ღელემ საგზაო ინსფრასტრუქტურას საფრთხე
შეუქმნა, თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და
მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. გამგეობაში შექმნილია
საგანგებო შტაბი. ამ დროისთვის სტიქიის ზონებში მიმდინარეობს
სალიკვიდაციო სამუშაოები.
სტიქიამ პრობლემები მესტიაში რამდენიმე დღის წინაც შექმნა. მთელი
ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მდინარე
ენგურის ადიდება გამოიწვია. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის
კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, რამდენიმე თემში, მათ შორის,
ბეჩოში, მულახსა და ლენჯერში წაღებულია ხიდები და გაბიონები. გარდა
ამისა, დაზიანდა სავალი გზა. გარდა ამისა, გაზიანდა მშენებარე
ჰესი.
ამავე თემაზე:
მესტიაში
სტიქიის შედეგებს ებრძვიან
წაღებული ხიდები,
დაზიანებული ჰესი და სავალი გზები - სტიქია მესტიაში
მასალის გამოყენების პირობები