არჩევნები
„ევროპულმა საქართველომ“ ზუგდიდის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა (ვიდეო)
„ევროპული საქართველომ“ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, მერობის კანდიდატი ლელა ქებურია წარადგინა. მასთან ერთად კანდიდატთან ერთად პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ სიის პირვეული ხუთეული და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელეს.

ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება. 1.ბათლომე შელია 2.ირაკლი ღურწკაია 3.თინათინ თოდუა 4.ალექსი ლიპარტია 5.ალექსანდე ღვინჯილია.




„ზუგდიდის ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობების ქალაქი. მე ასეთი შეშინებული და სასოწარკვეთილი ეს ქალაქი აქამდე არასოდეს მინახავს. ზუგდიდი არის უიმედოდ და ეს არის მთავარი გამოწვევა. ჩვენ ვართ გამოცდილი და კომპეტენტური გუნდი, რათა ცვლილებები განვახორციელოთ“, - აღნიშნა ქებურიამ.




„ევროპული საქართველოს" ეს გუნდი არის სწორედ ის გუნდი, რომელსაც არსებული ხელისუფლების შეცვლა შეუძლია“, - თქვა სიის პირველმა ნომერმა ბათლომე შელიამ.




ცერემონიაზე ლიდერებმა ამომრჩევლებს სიტყვით მიმართეს და ზუგდიდში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. დავით ბაქრაძის თქმით, მათთვის ადგილობრივების პრობლემების შესახებ ცნობილია და მათ მოსაგვარებლად პარტია ყველაფერს გააკეთებს.

თვითმმართველობის რეფორმაზე გაამხავილა ყურადღება გიგი უგულავამ და განმარტა, რომ სოფელსა და ქალაქს განსხვავებული სპეციფიკის პრობლემები აქვთ. მისივე თქმით, ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის ჩამორთმევა სიამაყისა და პრაგმატულობის საკითხია.



„ზუგდიდი არის ჩემთვის სამშობლოს სინონიმი. ის ჩემთვის ყველაფერია. ამ ქალაქს დღეს სჭირდება ქალი მერი“, - განაცხადა უგულავამ.

შეხვედრას დადიანების სასახლის ეზოში რამდენიმე ასეული მხარდამჭერი დაესწრო.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.