ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულომ „თაუნ პარკისთვის“ ტერიტორიის გადაცემას მხარი არ დაუჭირა (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულომ „თაუნ პარკისთვის“ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 700 კვ.მ მიწის ფართობის უსასყიდლოდ გადაცემას მხარი არ დაუჭირა.



დეპუტატები დაინტერესდნენ, რატომ ითხოვდა კომპანია პირდაპირი წესით ტერიტორიის გადაცემას მაშინ, როდესაც პარკირების მოსაწყობად ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წარმომადგენელმა დავით სხულუხიამ განმარტა,რომ ტერიტორიის გადაცემის თხოვნით მერიას აღნიშნულმა კომპანიამ მიმართა და საკრებულოს გადასაწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს ამ საკითხს.

გარდა ამისა, საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ ქოჩუამ განაცხადა, რომ პირდაპირი წესით განკარგვა გარკვეულ კითხვებს ბადებს.



„აპრილის შემდეგ, რაც საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს, რატომღაც უკვე მიწის არაერთი ფართობი გადაეცა ამა თუ იმ კომპანიას პირდაპირი განკარგვის წესით, მაშინ, როდესაც წინა წლების განმავლობაში, მხოლოდ ერთი ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს ადგილი არ არის გადატვირთული, რომ ვაკონტროლოთ. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში წერია, რომ მერს აქვს უფლება პირდაპირი იჯარის წესით გასცეს აღნიშნული ქონება საკრებულოს თანხმობით, თუ არის შესაბამისი დასაბუთება. რომელიმე თქვენგანი დამისაბუთებთ, რატომ უნდა გადავცეთ იჯარით და არა აუქციონით?“, - აღნიშნა ქოჩუამ.

საკრებულოს წევრების თქმით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფასიანი ავტოსადგომის მოწყობა ავადმყოფებისა და მათი ახლობლებისთვის გარკვეულ პრობლემებს შექმნის.



ხელისუფლების პირად და ბიზნეს ინტერესებზე საუბრობს „ენმ“ - ის წევრი ანი წითლიძე.

„საავადმყოფოს ტერიტორიაზე არ შეიძლება იყოს ფასიანი სადგომი. ასევე, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ კომპანიაში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესებია, რაც ნიშნავს იმას, რომ საკრებულო გადაწყვეტილებას იღებდა არა ქალაქის საკეთილდღეოდ, არამედ ადგილობრივი თანამდებობის პირების პირადი ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნა წითლიძემ.

თავის მხრივ, გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა და თავი შეიკავა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ, რომელიც დღეს სხდომას ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, პარკირების საკითხი ერთხელ უკვე დამტკიცდა და უმჯობესი იქნება, რომ ამ შემთხვევაშიც აუქციონი გამოცხადდეს. 

„შეეძლო ამ კომპანიას, მაშინ მოეთხოვა ეს ტერიტორიაც აუქციონის წესით. ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს ვარიანტს და ჩვენ გავიტანთ ამას აქუციონზე. 15 დღეში ისედაც მოგვარდება და არ იყო აუცილებლობა, რომ ახლა, სასწრაფოდ მოგვარებულიყო“, - თქვა ფაცაციამ.



„თაუნ პარკმა“ ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა. პროექტის მიხედვით, პარკირება ქალაქის შემდეგ ქუჩებზე მოეწყობა: კედიას, კიკალიშვილის, ნარმანიას, რუსთაველის, კიტიას, მარცხენა სანაპიროს, გ. გულუას, კოსტავას, ი.მეუნარგიას, აღმაშენებლის, ასევე, ქუჯისა და კედიას ჩიხებსა და ზვიად გამსახურდიას გამზირზე.

კომპანიას ტერიტორიები ათწლიანი იჯარით აქვს აღებული. ადგილობრივ ბიუჯეტში „თაუნ პარკმა“ ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეიტანოს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში ფასიან ავტოსადგომებზე ყოველთვიური და ყოველწლიური აბონემენტი დაწესდა


პარკირებასთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიამ შემოთავაზება მიიღო (ვიდეო)


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.