საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის "ზუგდიდის" ფეხბურთელი მოთელვის დროს
გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ გუნდშიც.
საფეხბურთო კლუბში აცხადებენ, რომ მეკარე მცხეთაში, ვარჯიშის
დაწყებამდე შეუძლოდ გახდა, სასწრაფოს გამოძახების შემდეგ კი
საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ფეხბურთელის გარდაცვალების გამო ეროვნული ლიგა 2-ის მატჩი "ვიტ
ჯორჯია" - "ზუგდიდი" არ შედგა.
მასალის გამოყენების პირობები