რეგიონი
მერია მშენებარე სტადიონზე: ბეტონის გალავნის შემოვლება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია
ზუგდიდის მერიაში მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე სათამაშო მოედნისთვის ბეტონის გალავნის შემოვლების  შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსის მამუკა ლოგუას მტკიცებით, სტადიონზე გალავნის შემოვლება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.

„ეს არის ჩვეულებრივი გალავანი, რომელიც არის შემოსაზღვრული, რომლის წინაც დგება სარეკლამო ბანერები. ჩაბარების დროს გაკეთებული იქნება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეებისა და ფეხბურთელების უსაფრთხოება. სარეკლამო ბანერი იქნება სამ მეტრში, რაც არის მსოფლიოში აპრობირებული, თვითონ ბეტონის კედელი იქნება ექვს მეტრამდე და არ შეუშლის ფეხბურთელებს ხელს“ , - აღნიშნა მამუკა ლოგუამ.

მერიაში აცხადებენ, რომ პროექტს, რომლის მიხედვითაც სტადიონი შენდება, ფედერაციის ყოფილი პერეზიდენტი და ამჟამად ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი სიჭინავა აწერს ხელს.

„ზუგდიდში სტადიონის მშენებლობა არ სცდება საპროექტო მასშტაბებს. ვინაიდან ყველაფერი გაკეთებულია უეფას სტანდარტების მიხედვით. რასაც ადასტურებს დოკუმენტი, რომელიც დათარიღებულია 2015 წლის პირველი ივნისით და ხელმოწერიალია დომენტი სიჭინავას მიერ. სიჭინავა იმ პერიოდში ფედერაციის პრეზიდენტი იყო. დოკუმენტის მიხედვით, სიჭინავა მიმართავს საპროექტო ორგანიზაციას და აღნიშნავს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი ფედერაციის მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს და მათზე ფედერაციის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა დადებითია“, - აღნიშნა მამუკა ლოგუამ.

სტადიონის გალავნით უკმაყოფილო მოქალაქეებმა, ამსახველი ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში განათავსეს. ისინი ამბობენ, რომ ბეტონის სარტყელი ფეხბურთელების უსაფთრხოებასა და მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.
თავის მხრივ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ზუგდიდის დამოუკიდებელი კანდიდატი სტადიონის შესახებ შექმნილ ვითარებას ეხმიანება. სიჭინავას თქმით, მან 2015 წელის პირველ ივლისს, მხოლოდ, „თბილპროექტმშენის“ წერილს და რეკომენდაციებს უპასუხა. მისი განმარტებით,  არანაირ საპროექტო დოკუმენტზე მასხელი არ მოუწერია და ამის უფლებამოსილება არც ჰქონდა.

„არაერთხელ იყო წარმოდგენილი პროექტი, ჩვენ მივეცით მათ შენიშვნები და არ ვიცი, რომელი გაითვალისწინეს . ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია მხოლოდ გასცეს რეკომენდაცია, იმ შემთხვევაშიც, თუ მიმართავენ. მოედნის საფართან ბეტონის მესერის აშენებისთვის ხელი არ მომიწერია. რაც შეეხება დოკუმენტებს, ჩემს მერე ბევრჯერ შეიცვალა“, - აღნიშნა სიჭინავამ. მისი  ინფორმაციით, სტადიონს ლიცენზიას ფედერაციის შესაბამისი სამსახური ინსპექტირების შემდეგ აძლევს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.