ახალი ამბები
აფხაზეთიდან 25, მათ შორის მამია ალასანიას და გურამ გაბისკირიას ნეშტები გადმოასვენეს
აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 25 იდენტიფიცირებულ ნეშტს შორის უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, სოხუმის ყოფილი მერი გურამ გაბესკირია, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები - არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი არიან.

ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ახალი 25 ნეშტი არის იდენტიფიცირებული და გადმოსვენებული. ზოგადად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და გადმოსვენების პროცესი ძალიან კარგი ტემპით მიდის, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დახმარებისთვის და ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა აფხაზურ მხარეს, რომლებიც მართლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პროცესი ძალიან პოზიტიურად, დინამიურად წავიდეს. მთლიანად წინა წლების განმავლობაში მოხდა 101 პირის გადმოსვენება, იდენტიფიცირება და მათი ნეშტების გადაცემა ოჯახებისთვის. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 28 სამარხი იქნა გახსნილი და 91 ნეშტი იქნა მოძიებული, მათ შორის 25 უკვე იდენტიფიცირებულია. ამ 25-დან ყველანი არიან გმირები, მაგრამ მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც სოხუმში უზენაესი საბჭოს შენობას იცავდნენ ჟიური შარტავასთან ერთად. მათ შორის არის მამია ალასანია, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, სოხუმის მერი, საქართველოს გმირი გურამ გაბესკირია, ასევე აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი. მათ ყველანაირი შანსი ჰქონდათ, რომ თავისი თავი გადაერჩინათ, მაგრამ მათ არჩიეს, რომ ბოლო წუთამდე ყოფილიყვნენ თავიანთ პოსტზე და ბოლო წვეთამდე იბრძოლეს სამშობლოსთვის და მისი დამოუკიდებლობისათვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის თქმით, დაღუპულთა ოჯახებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს მას შემდეგ, რაც წითელი ჯვრის კომიტეტისგან შესაბამისი თანხმობა იყო.

„იყო ძალიან წინააღმდეგობრივი ინფორმაციები, დიდი ხნის წინ გვქონდა ინფორმაცია, თითქოს სადაც უნდა ყოფილიყო მათი ცხედრები დასვენებული, თუმცა იქ არ აღმოჩნდნენ, ამის შემდეგ დამატებითი ინფორმაციის მოძიება მოხდა და შარშან შეხვედრებზე პირველად გაისმა პოზიტიური სიგნალები, რომ დაახლოებით შეიძლებოდა ცნობილი ყოფილიყო, სად იყვნენ ეს ადამიანები გადასვენებული და წელს გათხრების შედეგად ეს ინფორმაცია დადასტურდა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი არის დადასტურებული ძალიან მაღალტექნოლოგიური კვლევებით და დნმ-ის ანალიზით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.


"ipn"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.