გაუჩინარებულის მშობლები: ყველაფერს გავიღებთ, ოღონდ შვილი გვაჩვენონ და დაგვიბრუნონ (ვიდეო)
13:25 / 13.10.2017
„არაფერს ვითხოვთ, გარდა იმისა, რომ შვილი გვაჩვენონ და დაგვიბრუნონ,
ამისთვის ყველაფერს გავიღებთ“, - უთხრა
რადიო „ათინათს“ 5 წლის წინ ანაკლიაში
გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მამამ.
აბულაძის მშობლების თქმით, ინფორმაციას მათი შვილის გაუჩინარების
შესახებ სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი
უფროსი მალხაზ პაჭკორია ფლობს.
„ვეცადეთ პაჭკორიასთან შეხვედრას, მაგრამ მან გვითხრა, არ ვიცნობ
გოგიტა აბულაძეს და არაფერი ვიციო. გვინდა გავიგოთ, ცოცხალია თუ
მკვდარია ჩვენი შვილი, უკევ მეექვსე წელია ვეძებთ. გვეუბნებიან, რომ
გამოძიება მიმდინარეობს და ასე გვატყუებენ. მთავრობის
წარმომადგენლებსაც შევხვდით, გვითხრეს, გვაცადეთო. ვზივართ და
ველოდებით, იქნებ ვინმე მოვიდეს და რამე ინფორმაცია გვითხრას ჩვენს
შვილზე“, - თქვა აბულაძის დედამ ცინარა აბულაძემ.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 143-ე
მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას
გულისხმობს.
2012 წლის 18 იანვარს გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლები აქციას
გუბერნიის წინ მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა აღნიშნულ საქმესთან
დაკავშირებით გამოძიების დასრულება და სიმართლის გარკვევაა. მათი
თქმით, გამოძიებას ხელს სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის
დეპარტამენტის ყოფილი უფროსი უშლის, რომელიც ამჟამად თბილისში მაღალ
თანამდებობაზე მუშაობს.
ანაკლიის მკვიდრი გოგიტა აბულაძე ხუთი წლის წინ სახლიდან სამასახურში
- სასტუმრო "ანაკლიაში" წავიდა, რის შემდეგაც ის გაუჩინარდა. ორი თვის
შემდეგ ოჯახმა წერილი იპოვა, რომელშიც ეწერა: "გადავედი აფხაზეთში
ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ".
ამავე თემაზე:
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები