ზუგდიდში რამდენიმე წუთის წინ ცეცხლსასროლი იარაღით ბიზნესმენი ლ. ქ.
დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დაშავებულის სახლში
მოხდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ დაჭრილს ოპერაცია უტარდება. მათივე ცნობით,
პაციენტს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.
შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე
მუხლით (მკვლელობის მცდელობა) არის აღძრული და მიმდინარეობს
შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
მასალის გამოყენების პირობები