მმართველი პარტია „ევროპულ საქართველოს“ პროვოკაციაში ადანაშაულებს (ვიდეო)
17:45 / 17.10.2017
„ქართული ოცნების“ შტაბში სოფელ ერგეტაში დღეს მომხდარ დაპირისპირებას
გამოეხმაურნენ. შტაბის ხელმძღვანელის
დავით კოდუას თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრები და მერობის
კანდიდატი ლელა ქებურია მათ მიკრო შტაბში შევარდნენ და პროვოკაციის
მოწყობა სცადეს. მისივე თქმით, ამ ფაქტს წინ
ქებურიას მეუღლის გია ჯიქიას მხრიდან "ქართული ოცნების" აქტივისტის
მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა უძღოდა.
„მოძალადე და
გაკოტრებული, ნაციონალური მოძრაობის" შვილობილი
პოლიტიკური მოძრაობა მერობის კანდიდატთან და ზონდერ-ჯგუფთან ერთად
ცდილობდა ჩვენს მიკრო-შტაბში აეტეხა ბუნტი, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.
მათ დღევანდელი აქციისთვის ერგეტაში სულ 15-მდე ადამიანის მობილიზება
მოახერხეს, ამიტომაც გამოიჩინეს აგრესია. ჩვენს შტაბთან იდგა
რამდენიმე ადამიანი, რომელთაც ჯიქიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ამის შემდეგ იყო შეხლა-შემოხლა, თუმცა, მალევე გააშველეს“, - აღნიშნა
კოდუამ.
მან ჟურნალისტებს ვიდეომასალაც აჩვენა, რომელიც მმართველი პარტიის
ერგეტის მიკროშტაბშია გადაღებული.
გია ჯიქია
მერობის კანდიდატის მეუღლის გია ჯიქიას თქმით, მას და პარტიის
აქტივისტს ალექსანდრე ღვინჯილიას სოფელ ერგეტაში 20-მდე ადამიანი
ფიზიკურად გაუსწორდა. ჯიქიას ინფორმაციით, თავდამსხმელები "ქართული
ოცნების" მხარადმჭერები იყვნენ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები