მარტვილის 65-ე სარჩევნო ოლქში 39 უბნიდან 25 უბანია დათვლილი. პირველ
ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ს, ჯერჯერობით, ვერცერთი კანდიდატი
ვერ
ლახავს. პირველ ადგილზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი
ალექსანდრე გრიგალავაა, რომელმაც 6143 ხმა მიიღო, რაც 47, 81 %-ს
შეადგენს, მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი
მამუკა დანელიაა 4 655 ხმით, რაც 36, 23 %-ია.
„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს გიორგი რუხაიას 1972-მა
ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც საერთო რაოდენობის 15.35 %-ს შეადგენს,
„გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოს“ კანდიდატმა ნოდარ
მატკავამ - 0.61 %, სულ 78 ხმა აიღო.
მასალის გამოყენების პირობები