არჩევნები
მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ს საჩივრები არ დააკმაყოფილა
მარტვილის 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საჩივრები არ დააკმაყოფილა.

მმართველი პარტია 10 უბანზე კენჭისყრის შედეგების ხელახალ დათვლას ითხოვდა, რადგან, მათი ინფორმაციით, კომისიამ იმ ბიულეტენების დიდი ნაწილი გააბათილა, რომელზეც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იყო შემოხაზული. თავის მხრივ, საჩივარი შეიტანა ცესკოში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც შედეგების გადახედვა და ყველა უბნის კომისიის თავმჯომარეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა იმ შემთხვევაში, თუკი ბათილი ბიულეტენები გრიგალავასთვის მიცემულ ხმებს დაემატებოდა.



21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ცესკოს პირველადი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმების 49,76% მიიღო. მეორე ადგილზე კი ენმ-ის კანდიდატი მამუკა დანელია გავიდა 35,81%-ით. შესაბამისად, მეორე ტურში, რომელიც 15 ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს, ბიულეტენებზე ყოფილი და მმართველი პარტიების კანდიდატები იქნებიან აღნიშნულნი. მიუხედავად იმისა, რომ ენმ-მ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, მერის არჩევნების მეორე რაუნდი მარტვილში მაინც გაიმართება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.