აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-15 ბაღში ჯგუფი გაიხსნა (ვიდეო)
12:40 / 26.10.2017
ზუგდიდის №15 საბავშვო ბაღში აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე
აღსაზრდელებისთვის ინტეგრირებული
ჯგუფი გაიხსნა. ის საქართველოს მასშტაბით, "ჩეხეთის რესპუბლიკის
კარიტასის" მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, რიგით მეორეა.
პირველი მსგავსი სპეციალური ჯგუფი თბილისში გაიხსნა.
ჯგუფი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 8 აღსაზრდელზეა გათვლილი,
ამ ეტაპზე ის 4 ბავშვს აერთიანებს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში,
მასწავლებლებმა სპეციალური ტრენინგები გაიარეს და შესაბამისი
კვალიფიკაცია მიიღეს. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან სწორედ
ისინი იმუშავებენ. ინტეგრირებული ჯგუფი ზუგდიდის №15 საბავშვო ბაღში 1
ნოემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.
„აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები იქნებიან ამ ოთახში, თუმცა ეს იმას
არ ნიშნავს, რომ სხვა აღსაზრდელებთან არ ექნებათ ურთიერთობა, პირიქით,
ისინი ინტეგრირებულნი იქნებიან ბაღის სხვა აღსაზრდელებთან“, - თქვა
პროექტის მენეჯერმა რუსუდან ჩხუბიაშვილმა.
ზუგდიდის სკოლამდელ დაწესებულებათა სააღმზრდელო ცენტრის ხელმძვღანელის
ელისო ყალიჩავას თქმით, ინფორმაცია სპეცჯგუფის შესახებ ზუგდიდში უკვე
არსებობს და ჯგუფი მზად არის ბავშვების მისაღებად.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, ჩეხეთის საელჩოსა და
უშუალოდ პროექტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტს "საქართველოში აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე
ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების განვითარების ხელშეწყობა"
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, საქართველოში ჩეხეთის განვითარების
სააგენტოს მხარდაჭერით, ჩეხეთის განვითარების სფეროში თანამშრომლობის
პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები