წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, აფხაზეთის ე.წ. საზღვართან
იარაღის გასროლის შედეგად გარდაცვლილი ჯარისკაცი აბაშაში საკუთარ
სახლში
ქუთაისის პროზექტურიდან გადაასვენეს. ადგილზე იმყოფება შინაგან
საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიაც, რომელმაც დაღუპულის ოჯახს
მიუსამძიმრა.
"პირველადი
ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა",
- განაცხადა მალანიამ.
წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის
ე.წ. საზღვართან გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის თანმხლები
პირის ტყვიამ იმსხვერპლა. სავარაუდოდ, მეორე ჯარისკაცს იარაღი
შემთხვევით გაუვარდა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში
გადაიყვანეს. ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის ნიკა ჭეჟიას
ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოში შემოყვანისას უკვე გარდაცვლილი
იყო.
შს სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის
გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები