ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია
შსს-ს ზუგდიდის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის
საკრებულოს აპარატის უფროსის გრიგოლ მიქავას დაჭრაში ბრალდებული
დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა გ.ჭ-მ ჩადენილი დანაშაული
აღიარა და იგი ამჟამად წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ,
მსუბუქად დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ
შენახვა-ტარებას გულისხმობს.
გრიგოლ მიქავა 27 სექტემბერს დაჭრეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი
იარაღით მუხლის არეში ჰქონდა მიყენებული.
მასალის გამოყენების პირობები