უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის
დეპარტამენტის ყოფილი უფროსის
მეგის ქარდავას დაკავებას უკრაინაში ივანო ფრანკოვსკის ოლქის
კრიმინალური პოლიციის უფროსი იგორი სავიუკი ადასტურებს. ამის შესახებ
„imedinews” იუწყება.
"მე არ შემიძლია დეტალურად გითხრათ რა მოხდა, რადგან მეგის ქარდავა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. ჩვენს პოლიციას დაკავებაში
მომაწილეობა არ მიუღია. ჩემი ინფორმაციით, ქარდავა უკვე გადაიყვანეს
კიევში და ახლა იქ იმყოფება. დამატებით უკვე უსაფრთხოების სამსახურმა
უნდა გითხრათ", - განაცხადა იგორ სავიუკმა.
თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანზე ძებნა ინტერპოლის წითელი
ცირკულარით არის გამოცხადებული. მას ბრალი სხვადასხვა სისხლის
სამართლის საქმეში ედება, მათ შორისაა, სამეგრელოში აღმოჩენილი
სამალავების საქმე, რისთვისაც ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა
დაუსწრებლად მიესაჯა. საქართველოს პროკურატურამ ქარდავას ბრალი
სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულზე წარუდგინა, რომელთა შორის
სერგო თეთრაძის წამებისა და გენერალ დუმბაძის მკვლელობის
საქმეებიცაა.
საქართველოს პროკურატურაში, ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარს არ
აკეთებენ.
წყარო:
Imedinews.ge
ამავე თემაზე:
პროკურატურა მეგის ქარდავას შესაძლო დაკავებაზე:
კომენტარს არ ვაკეთებთ
მასალის გამოყენების პირობები