ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური
არჩევნები გაიმართება. მისი ჩატარების სავარაუდო თარიღი მომავალი წლის
მაისია. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად,
შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა საკრებულოში ცაიშის
არჩეული მაჟორიტარი დეპუტატის თამაზ ჟორჟოლიანის დაღუპვის შემდეგ
დადგა.
„თუ რამე არ შეიცვალა საარჩევნო კოდექსში დამატებით, არჩევნები
გაზაფხულზე იქნება, მანამდე კი საკრებულო 49 მანდატიანი
წარმომადგენლობით იმუშავებს“, - უთხრა რადიო
"ათინათს" 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ
მირანდა მესხმა.
თამაზ ჟორჟოლიანი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორ ნოემბერს
დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები