ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე 9 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა, რის
შედეგადაც ის დაიღუპა. მეზობლების ინფორმაციით, ბიჭი შემთხვევის
დროს მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა. რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ,
რომ დაშავებულს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა
და საავადმყოფოში შემოყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.
შენიშვნა: ტექსტის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ
დაღუპული ბავშვი 7 წლის იყო. დაზუსტებული ინფორმაციით ის 9 წლის
იყო.
მასალის გამოყენების პირობები