ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ზუგდიდში ჩამოაბრძანეს (ვიდეო)
00:00 / 15.11.2017
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მესტიიდან ზუგდიდში ჩამოაბრძანეს.
მას ქალაქის ცენტრში მრევლი და სასულიერო პირები დახვდნენ, რის
შემდეგაც სიწმინდე
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში
დააბრძანეს.
„კახეთის დედოფალ ქეთევანის წმინდა ნაწილების ჩამობრძანება
საქართველოში უდიდესი სიხარულია. თითოეული ჩვენთაგანი ვევედრებით მას,
დალოცოს და აკურთხოს ჩვენი სამშობლო. აღადგინოს მისი ტერიტორიული
მთლიანობა და მოგვცეს ჩვენ ძალა, რომ ვიყოთ ისეთივე მორწმუნე, როგორიც
წმინდა დიდმოწამე ქეთევანი იყო“, - განაცხადა ზუგდიდისა და ცაიშის
ეპარქიის მიტროპოლიტიმა გერასიმემ.
მრევლს სიწმინდის მოლოცვის საშუალება ოთხი დღის განმავლობაში ექნება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წმინდა
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მთელს საქართველოში მოგზაურობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები